კრიტერიუმები | დაბალი 1-5 | საშუალო 6-7 | კარგი 8 | საუკეთესო 9-10 |
კითხვა | უჭირს გაბმული კითხვა და წაკითხულის გააზრება. | კითხულობს გასაგებად, მაგრამ უჭირს წაკითხულის სრულყოფილად გაანალიზება. | კითხულობს კარგად,შეუძლია წაკითხულის შესახებ აზრის გამოთქმა. | კითხულობს გარკვევით, კარგია ინტონაცია. წაკითხულს იაზრებს სრულყოფილად. |
მეტყველება | აქვს მწირი ლექსიკური მარაგი | საუბრისას ნაკლებად იცავს მიმართვისა და მეტყველების უნარს. | ნაკლებად უშვებს გრამატიკულ შეცდომებს. | მეტყველებს თანმიმდევრულად. არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს. |
წერითი აქტივობები | უჭირს წერითი დავალებების შესრულება | წერს ნელა, ყოველთვის ვერ ასრულებს საშინაო დავალებებს უჭირს კარნახით წერა | წერს გამართულად, კალიგრაფია აქვს დამაკმაყოფილებელი, ყოველთვის ასრულებს საშინაო დავალებებს, შეუძლია კარნახით წერა, დამოუკიდებლად კითხვებზე წერილობით პასუხის გაცემა. | წერს ლამაზი კალიგრაფიით, ყოველთვის ასრულებს საშინაო დავალებებს, კარნახით წერს გამართულად, ლოგიკურად პასუხობს შეკითხვებზე, შეუძლია ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა წერილობით |
მსჯელობა– დასაბუთება | უჭირს უმარტივესი ცნებებისა და ტერ მინოლო–გიების გამოყენება | უჭირს მსჯელობა ტერმილილოგიების გამოყენებით | მსჯელობისას სრულყოფილად ვერ იყენებს ცნებებსა და ტერმინოლოგიებს | შეუძლია ვარაუდის გამოთქმა ალტერნატიული გზის მოძებნით. |
დისკუსია | საუბრისას ვერ იცავს მიმართვისა და მეტყველების უნარს. უშვებს გრამატიკულ შეცდომებს. | პასუხისას შეინიშნება სტილისტური ხარვეზები. პასუხი ნაკლებად დამაჯერებელია. | საუბრისას იცავს მიმართვისა და მეტყველების ნორმებს. იშვიათად უშვებს გრამატიკულ შეცდომებს. | დისკუსიისას მსჯელობს თანმიმდევრულად. წინადადებებს უკავშირებს ლოგიკურად ერთმანეთს. |
მუშაობა ჯგუფებში | ვერ ახერხებს მუშაობას მეწყვი– ლესთან ან ჯგუფში | ნაკლებად ცდილობს ჩაერთოს დავალების შესასრულებლად წყვილში ან ჯგუფში | მეწყვილესთან ან ჯგუფში ინაწილებს სამუშაოს, ხანდახან კი საკუთარ შედეგებზე უფრო არის ორიენტირებული | ჯგუფში ან მეწყვილესთან ყოველთვის ერთვება, იზიარებს მეწყვილის ან ჯგუფის მოსაზრებას და განუმარტავს ჯგუფს თუ მეწყვილეს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველს |
პრეზენტაცია | პრეზენტაციას ვერ წარმართავს. | პრეზენტაციას წარმართავს, მაგრამ ჯგუფის წევრების | შეკითხვებზე პასუხობს ნაწილობრივ. პრეზენტაციას წარმართავს კარგად. | პრეზენტაციას წარმართავს დამაჯერებლად, შეკითხვებს არ ტოვებს უპასუხოდ |